printexpress

ჩვენ შესახებ

ჩვენი კომპანია დაარსდა 2002 წელს და მას შემდეგ წარმატებით ვითარდება. იგი ერთ-ერთი ლიდერი საწარმოა პოლიგრაფიული მომსახურების ბაზარზე საქართველოში. კომპანიის აღჭურვილობაში შედის თანამედროვე ტიპის გერმანული და ჩეხური დანადგარები Haidelberg, Pollar, Victoria, რაც კვალიფიციურ მუშახელთან ერთად განაპირობებს მაღალი სტანდარტების მქონე პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას, მოქნილ საფასო პოლიტიკას და შეკვეთის ჩაბარების ოპტიმალურ ვადებს.

ჩვენი კომპანიის მომსახურების სრული ციკლი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: დიზაინერთა ჯგუფი ეხმარება ჩვენს დამკვეთს ნებისმიერი ტიპის სარეკლამო მასალისა თუ პრუდუქტის შეფუთვის დიზაინის შექმნაში; პოლიგრაფიული საწარმოს სპეციალისტები უზრუნველყოფენ მაღალხარისხიანი ნაბეჭდი პროდუქციის წარმოებას, ხოლო კომპანიის ადგილზე მიტანის სამსახური ახდენს დაბეჭდილი პროდუქტის ტრანსპორტირებას დამკვეთამდე.

ჩვენ მიერ მომხმარებლთათვის შეთავაზებული პოლიგრაფიული მომსახურების სრულ პაკეტში შედის ნებისმიერი ფორმატის ოფსეტური, ციფრული, ტრაფარეტული (შოლკოგრფიული) და ფლექსოგრაფიული ბეჭდვა:

  • სავიზიტო ბარათი, ბლანკი, კონვერტი, ბლოკნოტი, საქაღალდე;
  • კატალოგის, კალენდრის, ჟურნალის, წიგნის დაკაბადონება და ბეჭდვა;
  • პოსტერების, ფლაერების, ბუკლეტების, ლიფლეტების დიზაინი და ბეჭდვა;
  • ეტიკეტების, პოსტერების, საფასეების და ა.შ. თვითწებად ქაღალდზე ბეჭდვა;
  • სხვადასხვა ზომისა და ფორმის ყუთი;
  • თერმული, ზამბარით, ძაფით, სკოპით აკინძვა, ლამინირება, ლაქირება (მათ შორის ადგილობრივი), ფორმის მიხედვით ამოკვეთა, მოოქროვება;
  • სარეკლამო სტენდის დამზადება;
  • გარე რეკლამა და ა.შ.

ჩვენ ვთანამშომლობთ 200-ზე მეტ კომპანიასთან, მათ შორისაა: შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ" საქართველოს ფილიალი, ფარმაცევტული კომპანია – PSP, შპს "კოკაკოლა ჯორჯია", შპს "ჯი ემ თი სასტუმროები", შპს "საირმე 2007", შპს "GOODWILL", ს.ს. "ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო", ს.ს. "საქკაბელი", შპს "იოლი სუპერმარკეტი", კინოთეატრები "რუსთაველი", "ამირანი", ს.ს. "თელავის ღვინის მარანი", შპს "ტაურუს +", შპს "იმპექსფარმი", შპს "ბედია", ს.ს. "ბაზისბანკი", შპს "უნივერსალური სადისტიბუციო კომპანია", შპს "გ და ე ლაბი", შ.პ.ს. "სამკურნალო კომბინატი", სარეკლამო კომპანიები: "მედია არტი", "ედვაიზ ჯგუფი", "ემ კომპანი", "დი ემ", "ჯეო პრინტი", "კრეატორი", "კომპანია იმპერიალი" და სხვ.

მუდმივი კლიენტებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.

რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენს კომპანიასთან:

  • ჩვენ ვფლობთ ცოდნას და ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ კონკურენტუნარიანები ფასებსა და შეკვეთის ჩაბარების ვადებში;
  • ჩვენ ერთნაირი გულისხმიერებით ვეკიდებით ნებისმიერი მასშტაბის მქონე კომპანიის ნებისმიერი ზომის შეკვეთას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დამკვეთის სურვილი და საინტერესოა მისი აზრი;
  • თანამედროვე სარეკლამო პროდუქტის დანიშნულებაა გაზარდოს კომპანიის შემოსავლები და გაამყაროს მისი პოზიციები ბაზარზე. ამაში უდიდესი ნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული პროდუქტის ხარისხს. ამიტომ ჩვენი მთავარი მიდგომაა შევქმნათ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ დამკვეთისთვის არამედ ჩვენი კომპანიის იმიჯისთვისაც;
  • ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპია თითოეულ დამკვეთთან მიმართებაში შევქმნათ მუდმივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის პირობები.