printexpress

ფლექსოგრაფიული ბეჭდვა

ფლექსოგრაფიული ბეჭდვა ხელსაყრელია საშუალო და დიდი ტირაჟების ბეჭდვისას. ჩვენ, უკვე არაერთი წელია აღნიშნული ტექნოლოგიის და თანამედროვე მოწყობილობების გამოყენებით, ვამზადებთ მრავალნაირ ეტიკეტსა თუ შეფუთვას ფასისა და ხარისხის ოპტიმალური თანაფარდობით.

ჩვენი დანადგარების მაღალი წარმადობა შესაძლებლობას იძლევა, დიდი რაოდენობის ნაბეჭდი პროდუქცია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში დამზადდეს.

ფლექსოგრაფიული ბეჭდვის მთავარი უპირატესობა არის მისი ეკოლოგიურობა. ბეჭდვისას გამოყენებული საღებავები დამზადებულია წყლის ბაზაზე, არის გამძლე, აბსოლუტურად უსაფრთხო და უსუნო.

ჩვენი კომპანია დაგიმზადებთ თქვენთვის სასურველი დიზაინის, რაოდენობის, მაღალი ხარისხის, კვების პროდუქტებისათვის ვარგის რბილ პაკეტებს, თვითწებად და მოოქროვილ რულონოვან ეტიკეტებს.

ფლექსოგრაფია არის ბეჭდვის მეთოდი, რომლის დროსაც საღებავით დაფარულ ფორმას გამოსახულება პირდაპირ საბეჭდ ზედაპირზე გადააქვს და იყენებს ელასტიკურ ფორმებს და სწრაფად შრობად საღებავებს. ეს ტექნოლოგია იდეალურია ეტიკეტებისა და სხვადასხვაგვარი შეფუთვის დასამზადებლად.

ფლექსოგრაფიული ბეჭდვის უპირატესობები:

  • მრავალგვარი ტიპისა და სისქის საბეჭდი მასალის გამოყენების შესაძლებლობა;
  • ბეჭდვის შემგომი პროცესების (ლამინირება, კვეთა) ერთ ხაზში გაერთიანების შესაძლებლობა;
  • ეკოლოგიურობა;
  • რულონიდან რულონზე ბეჭდვა მაღალი სიჩქარით.

რბილი პაკეტები

ეტიკეტები