printexpress

დიზაინი

წარმატება პროდუქტის გაყიდვისას დიდად არის დამოკიდებული მის გარეგნულ მახასიათებლებზე, ვინაიდან მომხმარებელი თავდაპირველად პროდუქტის ვიზუალურ მხარეს აფასებს.

კომპეტენტური ადამიანების მიერ პროდუქტის ხარისხიანად შესრულებულ დიზაინს უდიდესი მნიშველობა ენიჭება მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად. იგი აყალიბებს წარმოდგენას პროდუქტზე და გამოჰყოფს მას კონკურენტი კომპანიის პროდუქციისაგან.

პროდუქტისა თუ სარეკლამო მასალის დიზაინი შემსრულებლისაგან მხატვრული ნიჭის გარდა მომხმარებლის ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნასაც მოითხოვს.

დიზაინის შექმნის პროცესი იწყება სამიზნე ჯგუფის, საფასო სეგმენტის, ბრენდის მთავარი იდეის და ინფორმაციის მიწოდების მეთოდების მკაფიო განსაზღვრით, რის შემდეგაც მუშავდება და ყალიბდება დიზაინის კონცეფცია, იწყება ფერთა გამის, შრიფტების, ილუსტრაციებისა თუ ფოტომასალის შერჩევის პროცესი. ყოველივე ამის საფუძველი არის დიზაინის საბოლოო სახე.

ჩვენს დიზაინერებს დიდი გამოცდილება აქვთ სხვადასხვა პროდუქტის დიზაინის შექმნაში და შესწევთ უნარი ზუსტად უპასუხონ დასმულ ამოცანებს.