printexpress

ციფრული ბეჭდვა

ციფრული ბეჭდვა უფრო ხელსაყრელია მაშინ, როცა მცირე ტირაჟის ბეჭდვა დროის მოკლე მონაკვეთში მოითხოვება.

აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებისას შეკვეთის შესრულების ვადები დამოკიდებულია პროდუქციის ტიპსა და რაოდენობაზე და როგოც წესი, 2–3 დღეს არ აღემატება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია შეკვეთა ერთ დღეშიც შესრულდეს.

ჩვენ, თითოეული შეკვეთისადმი ინდივიდუალური მიდგომით, ყოველთვის ვითვალისწინებთ დამკვეთი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას და ვცდილობთ ოპტიმალური ფასითა და ვადებით შევქმნათ პირობები ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ციფრული ბეჭდვის თანამედროვე მოწყობილობები საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვნად შევამციროთ შეკვეთის შესრულების ვადები და დამკვეთს უმაღლესი ხარისხის შემდეგი პროდუქცია მივაწოდოთ: ბლანკები, კონვერტები, სავიზიტო ბარათები, ბილეთები, მოსაწვევები, კატალოგები და ა. შ.

ბეჭდვა ხორციელდება ციფრული მოწყობილობების მეშვეობით, რომლებიც საბეჭდად იყენებენ ციფრულ ფაილებს და საღებავის პირდაპირი დატანის ტექნოლოგიას (როგორც პრინტერებში).

ციფრული ბეჭდვის უპირატესობები:

  • მცირე ტირაჟის ბეჭდვის შესაძლებლობა ბეჭდვამდელი დანახარჯების გარეშე;
  • ბეჭდვის მაღალი სიჩქარე, რომელიც საშუალებას იძლევა უმოკლეს დროში მივიღოთ ნაბეჭდი პროდუქტი;
  • მონაცემთა პერსონალიზაციისა და ასლების ნუმერაციის შესაძლებლობა.

 

ბლანკები

სავიზიტოები

კონვერტები

მოსაწვევბი

კატალოგები